პროექტის სახელწოდება:წელიწადის დროები.
პროექტის მთავარი იდეა:ლექსიკური მარაგის შევსება–გამდიდრება,უშუალოთ წელიწადის დროებზე,ფერებზე,სილამაზის აღქმის უნარი.
პროექტის აქტუალობა:მიიღონ მეტი ინფორმაცია წელიწადის დროების შესახებ,გაიხსენონ უკვე ნასწავლი ლექსები ან მოიძიონ ახალი მათთვის უცნობი ლექსები და პატარა მოთხრობები ბუნებასა და ამინდის შესახებ.გაეცნენ მხატვრების ნამუშევრებს.
მონაწილეთა ასაკი:მე–7 კლასი
ვადა:10 დღე
მოსალოდნელი შედეგი:მოსწავლე აღწერს წელიწადის დროებს,შეუძლია თვითეული დროის აღწერა ფერებში,ამინდის ცვალებადობის მიხედვით,ამასთან მიმართებაში ბევრი აქვს ნამუშევარი ლექსიკონზე,კონტექსტებზე.იძლევა მარტივ პასუხებს კითხვებზე,შეუძლია კითხვის დასმა.აღწერს წელიწადის დროებს თავისი დამახასიათებელი თვისებებით,აკეთებს ჩამონათვალს რომელი თვე წელიწადის რომელ დროს განეკუთვნება.შეუძლია ამინდის ცვალებადი დახასიათებით განასხვავოს წელიწადის დროები.
რესურსი:სახელმძღვანელო,ენციკლოპედია,ინტერნეტი,სახატავი ფურცლები,ფერადი ფანქრები,ჰერბარიუმი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)–მასალის მოპოვება,შესწავლა,მოგროვება,წარდგენა.
საგნებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ბუნების,ხატვის გაკვეთილებთან.
მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში .
მოსწავლე იყენებს ზეპირმეტყველების საჭირო სტრატეგიებს,მოკლედ აღწერს წელიწადის დროებს,შეუძლია მოკლედ დაახასიათოს წელიწადის ესა თუ ის დრო.
მოსწავლე მოდელის მიხედვით წერს მცირე ზომის ტექსტს.
პროექტის ხელმძღვანელი:თ.მსუქნიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tinamsuknishvili@gmail.com
No comments:
Post a Comment